საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოპოზიციის კვოტით პარტია მოქალაქეების წევრს ლევან იოსელიანს აირჩევენ.
იოსელიანის კანდიდატურა ბიუროს უკვე წარედგინა. მას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ გუშინ, პლენარულ სხდომაზე, ევროპელი სოციალისტების წევრი ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.