ელჩები იმედგაცრუებული არიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესით. ხელისუფლებას შეახსენეს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ინსპექტორის აპარატი ვიზა ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო. ლონდა თოლორაიამ დიპლომატიურ კორპუსთან, შექმნიდან დღემდე, სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო წარადგინა.
სახელმწიფო ინსპექტორი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება დროებითი ღონისძიების შესახებ. აპარატი 1 მარტს ოფიციალურად უქმდება. ამ თარიღამდე ქართული ოცნება არ აპირებს ლონდა თოლორაიას ანგარიში პარლამენტში მოისმინოს. ერთი წელია, რაც ინსპექტორი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას ელოდება. ხელისუფლებას არ აინტერესებს, დიპლომატები კი უკმაყოფილებას ვერ მალავენ.