logo
ENG



პარლამენტის შენობასთან პრემიერმა ყვავილები მიიტანა და სანთელი დაანთო

09 აპრ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

მწვანე კედლებით შემოღობილ მემორიალთან დღეს პრემიერ-მინისტრიც მივიდა. გიორგი გახარიამ ადგილზე ყვავილები მიიტანა და სანთელი დაანთო. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთავრობის მეთაურმა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პრემიერ-მინისტრი 9 აპრილის ტრაგედიას 112-ის ოფისში მისვლისას გააკეთა.

"საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, რაც იყო უდიდესი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის და ასევე იმედიც, როცა 1991 წლის 9 აპრილს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის",-აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

პარლამენტის შენობასთან ასევე მოულოდნელად მოვიდა დედაქალაქის მერიც, რომელმაც ასევე უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა კედლების გამო კვლავ შეუძლებელია.

პარლამენტის შენობასთან მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები მიდოდნენ, თუმცა მათი რაოდენობა დიდი არ ყოფილა. გახარიასა და კალაძის გარდა კი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან.


close დახურვა