logo
ENG



პარლამენტის წინ აყრილი ფილები და პროექტი, რომელიც არავის უნახავს - ფორმულა მერიას უჩივის

04 მარ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულა“ მერიის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. თბილისის მერის, კახი კალაძის უწყებამ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი დაარღვია და მოთხოვნის მიუხედავად, „ფორმულას“ ჟურნალისტს არ მისცა ინფორმაცია, იმის შესახებ, აქვს თუ არა პარლამენტის წინ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას საბოლოო პროექტი. პროტესტის მთავარი ეპიცენტრი მეორე თვეა, შემოღობილია, ფილების აყრის შემდეგ აქ სამუშაოები ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს.

„ფორმულა“ სწორედ ამით დაინტერესდა, რატომ არ გრძელდება რეაბილიტაცია თუ პროექტი არსებობს და თუ საბოლოო ვერსია დამტკიცებული არ არის, მაშინ რატომ შეუზღუდა სამოქალაქო აქტივისტებს და შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ პროტესტი „ქართულმა ოცნებამ“. როგორც ჩანს, ვარაუდი პოლიტიკური მოტივაციის შესახებ მართლდება, რასაც მერიის მიერ ინფორმაციის დამალვა მოწმობს. 

კალაძე ირწმუნება, რომ პროექტი, რომელიც ჯერ არავის უნახავს, შემუშავებულია და შედეგებს მოსახლეობა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ნახავს. მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევისთვის კი გვირჩევს, სასამართლოს მივმართოთ. რეაბილიტაციის პროექტი არც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უნახავთ. მათთვის არც ისაა პრობლემა, რომ მერია პროექტს მალავს და ამის გამო კანონსაც კი არღვევს. 

კომპანია „გრინსერვის პლუსში“ ამბობენ, რომ ფილაქნების აყრა დაამთავრეს, შემდეგი ეტაპი კი მისი დაგებაა. პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი სამუშაოების დასრულების ვადებსაც ასახელებს, თუმცა ვერც ის ასაჯაროვებს პროექტს, რომელიც, მისივე მტკიცებით მერიამ მიაწოდა. 

 

 

 

 

 

]]


close დახურვა