პარლამენტის შენობის წინ მდგარი გიორგი გახარიას ბიუსტი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ავცრელებენ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბიუსტის გაუჩინარების შესახებ მათ მოქალაქემ აცნობა. მათივე თქმით, ბიუსტი ჯერ კიდევ გუშინ ადგილზე იყო. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, ისინი აპირებენ შესაბამის ორგანოებს მიმართონ ბიუსტის გაუჩინარების საქმეზე.
გიორგი გახარიას თვალახვეული ბიუსტი პარლამენტის წინ აქციებზე 21 ივნისიდან იდგა.