პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციელები მოქალაქეებს აკავებს. დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.
რუსული კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტის წინა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ. პოლიცია მას შემდეგ გამოვიდა ჯებირიდან და მოქალაქეების დაკავება დაიწყო, რაც რამდენიმე პირმა რკინის ჯებირი დააზიანა.
შესასვლელის გასწვრივ ნიღბიანი პოლიციელები არიან განლაგებულნი.
დაკავებულებს შორისაა ლაზარე გრიგორიადისი. ამის შესახებ მისი მეგობარი ყვება:
"გამოიქცნენ, ორივე ერთად შეგვათრიეს და მე რომ დამინახეს გოგო ვარ, უბრალოდ გამომიშვეს. რომ გამოვარდნენ მაშინ [დაიჭირეს]".