![2024/04/27/2vlo4428eqxfhnv.jpg](/uploads_script3/articles/2024/04/27/2vlo4428eqxfhnv.jpg)
პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს.
როგორც ფორმულას თბილისის მერიაში უთხრეს, ტერიტორია ქართული ოცნების აქციის მოსამზადებელი სამუშაოების გამო შემოიღობა.
ქართული ოცნება 29 აპრილს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" მართავს.
მანამდე, ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.