logo
ENG



პარლამენტმა უმრავლესობის კვოტით ახალი ვიცე-სპიკერები - ჩიქოვანი და კახიანი აირჩია

16 ნოე 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/izy20yrp8tygjmi.jpg

პარლამენტმა უმრავლესობის კვოტით ორი ახალი ვიცე სპიკერი - ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩია.

15 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მიიღეს, რომლის თანახმადაც იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

ჩიქოვანისა და კახიანის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული.

ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს.


close დახურვა