logo
ENG



პარლამენტში, სადაც დღეს ღარიბაშვილს მოუსმენენ, დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

30 ივნ 202310:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობაში, სადაც დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. შესაბამის განცხადებას პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტში ამბობენ, რომ "ამ ღონისძიების მიზანია, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა".

"30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა", - წერია განცხადებაში.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. ისინი აპირებენ რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქციით დახვდნენ.

საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა