logo
ENG



პარლამენტში მეოთხე ოპოზიციონერი დეპუტატის გამოკლების შემდეგ ენმ სიების აღდგენას ითხოვს

10 ივნ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში მეოთხე ოპოზიციონერი დეპუტატის გამოკლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა სიების აღდგენას ითხოვს. ზაალ უდუმაშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და მისთვის უფლებამოსილების შეჩერების მერე ოპოზიციურ პარტია ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების წინადადებით მიმართავს. უმრავლესობამ უპასუხა, ოპოზიციას ამ საკითხზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა სიების ჩახსნა გადაწყვიტა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმებამდე მიიღო. ნაციონალური მოძრაობის აზრით, მას შემდეგ პოლიტიკური რეალობა რადიკალურად შეიცვალა.  

 


close დახურვა