logo
ENG



პარლამენტში მოსამართლეობის ბოლო კანდიდატის განხილვა მიმდინარეობს

08 ნოე 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
w8qgeon2b2k8svn.png

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.დეპუტატების კითხვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გოჩა ჯეირანაშვილი პასუხობს. მისი სახელი სხვადასხვა გახმაურებულ პროცესთანაა კავშირში. მათ შორისაა გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე. მოსამართლეობის კანდიდატი 2002-იდან 2009 წლებამდე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. პარალელურად პარლამენტის წინ აქცია იმართება, აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების უვადოდ დანიშვნას აპროტესტებენ. ამით მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში დასრულდება.

 

 

 

 


close დახურვა