logo
ENG



პარლამენტში მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს მოუსმენენ

06 ნოე 201909:07
3 წუთის საკითხავი
 
2gzet9rw40qt0f5.png

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-17 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ. მისი მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. ცინცაძე 2011-2017 წლებში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე იყო. 2017 წლის 21 ნოემბრიდან ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ხუთი წლის ვადით აირჩია.

"არ იქნება გამონაკლისი არც ქალბატონი ქეთევანი. ვინც თვალს ადევნებს საკომიტეტო მოსმენებს და მთლიანად პროცესს, კარგად ესმის, რომ ხდება მწვავე კითხვების დასმა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა. 

 


close დახურვა