logo
ENG



პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება

30 აპრ 202420:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/07b2fiopv4axomv.jpg

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება. დღევანდელი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ხვალ, 11:45-ზე გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც, 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება. 

პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. ისინი შეკრებილები არიან როგორც პარლამენტის წინა, ასევე უკანა ტერიტორიაზე.

ამ წუთებში, მოქალაქეები ცდილობენ პარლამენტს წრე შემოარტყან, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. 

აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა