პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს უსმენენ. დეპუტატების კითხვებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე პასუხობს.
დეპუტატები ძირითადად თავაძის განათლებით ინტერესდებიან და მას კვალიფიკაციას უწუნებენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. ამ დრომდე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უვადო მოსამართლეობის 8 კანდიდატს.