logo
ENG



პარტია ლელო ბოიკოტის რეჟიმში გადადის

14 მაი 202416:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/pmdmwtfzmy9pacw.jpg

პარტია ლელო ბოიკოტის რეჟიმში გადადის და საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბრიფინგზე დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განცხადება წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

"ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს. ისინი ემსახურებიან საქართველოს ოკუპანტს, რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ევროატლანტიკური კურსის დაცვა, ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ", - აღნიშნავენ ლელოში.

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომ რედაქციული შენიშვნები რუსულ კანონთან დაკავშირებით არ არის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

კენჭისყრის ყრის პროცესის განმავლობაში ოპოზიციის დეპუტატები ხმაურობდნენ. გარდა ამისა, პარლამენტს გარეთ მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.

ძალაში შესასვლელად ახლა კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ ოცნება ვეტოს დაძლევას პარლამენტში ეცდება. 

ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეები ქართული ოცნებისგან კანონის გაწვევას მოითხოვდნენ. საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაშალა ძალის გამოყენები, პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად, სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. აქციების პერიოდში შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა. 


close დახურვა