logo
ENG



პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

30 ივნ 202616:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/30/vjjgdll8tt3pb14.png
TV Pirveli

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს და 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ორგანიზებული ძალადობა“ განხორციელდა და ინციდენტი წინასწარ დაგეგმილ ქმედებას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის კადრები საჯაროდ გავრცელდა და პროცესს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

ხვედელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნები ეხება პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების სამართლებრივ შეფასებას და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას.

ინციდენტი 26 ივნისს მოხდა საქართველოს პარლამენტში, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.


close დახურვა