ფორმულას მიერ ედისონ რისერჩისთვის დაკვეთილ კვლევას აფასებენ ოპოზიციური ლიდერები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოკითხვა საზოგადოების განწყობას მმართველი გუნდის მიმართ ზუსტად ასახავს. კვლევების თანახმად, სადაც ერთ-ერთი კითხვა სწორედ არჩევნებს ეხება, ჩანს, რომ მმართველ გუნდს გამოკითხულთა მხოლოდ 39% უჭერს მხარს. "ნაციონალურ მოძრაობას" 23%, "ევროპული საქართველოს" - 8%, "ლეიბორისტული პარტიას" კი გამოკითხულთა 6%-ი უჭერს მხარს. "პატრიოტთა ალიანსს" - გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას, პარტიას "ლელო საქართველოსთვის" კი 5%. რაც შეეხება "სამოქალაქო მოძრაობას", მას გამოკითხულთა 3% უჭერს მხარს, "ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძეს" 2%, "გირჩს" - 2%, "დემოკრატიულ საქართველოს" ასევე 2%, "გამარჯვებულ საქართველოს", "თავისუფალ საქართველოსა" და ეკა ბესელიას პარტიას "სამართლიანობისთვის" კი გამოკითხულთა 1%-ი უჭერს მხარს.
Edison Research-მა კვლევის ფარგლებში მოსახლეობა ქვეყნისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც გამოკითხა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.