logo
ENG



პარტნიორების მკაცრი გზავნილი საქართველოს მთავრობას

17 მარ 202220:43
3 წუთის საკითხავი
 

სანქციები მთავარი თემა იყო პოლონეთისა და საქართველოს პრემიერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. მათეუშ მორავეცკის აინტერესებდა ადგილზე ენახა, უტყუარია თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება. როგორც ჩანს, პირისპირ ღარიბაშვილმა თავი იმართლა, მაგრამ ქართულ ოცნებას პოზიცია სინამდვილეში არ შეუცვლია. არც მას შემდეგ, რაც ამერიკის ელჩის განცხადება მოისმინა, კელი დეგნანმა დღეს თქვა, რომ საქართველოს აქვს ვალდებულება, უკვე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილოს. დიპლომატებს და მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსევს ივანიშვილის მთავრობისთვის იმის ახსნა უწევთ, რამდენაად მნიშვნელოვანია საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით იდგეს.


close დახურვა