პენტაგონმა სამხედრო დახმარების პაკეტიდან უკრაინის შეიარაღების მიწოდება დაიწყო. თავდაცვის დეპარტამენტმა ამის შესახებ ჯო ბაიდენის მიმართვის დასრულებისთანავე ოფიციალურად გამოაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს უსაფრთხოების დაცვის შესახებ, რომელსაც გასულ კვირას ჯერ კონგრესმა, გუშინ კი სენატმა უყარა კენჭი. უკრაინისთვის 61 მილიარდია გათვალისწინებული.