logo
ENG



პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვინ ვინ არის და ვინ ვინ არ არის - კობახიძე კუჭავას წერილზე

24 ივნ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებისადმი წერილის გაგზავნით მმართველმა ძალამ მიაწოდა მათ ინფორმაცია, „ვინ ვინ არის და ვინ ვინ არ არის“.

„ჩვენ სიმართლის თაობაზე ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო პარტნიორებს - ამას ემსახურებოდა საინფორმაციო ბიულეტენი. მათ უნდა იცოდნენ, ვინ ვინ არის და ვინ ვინ არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახაბერ კუჭავამ კი განმარტა, რომ მის მიერ ხელმოწერილი  წერილი იყო ფაქტებზე დამყარებული სიმართლე, ე.წ. ნიუსრეპორტი, რასაც ყველა პარტია აკეთებს დროდადრო.

„ვიხილეთ ბრწყინვალე მაგალითი, როცა ტყუილს ვუპირისპირებთ სიმართლეს. იყო მოყვანილი ფაქტები, რომლებიც ეყრდნობოდა კონკრეტულ ფაქტებს. ეს არის ჩვეულებრივი ნიუსრეპორტი - ჩვენ კვირაში ერთხელ ვაგზავნით ხოლმე", - აცხადებს კახა კუჭავა.

კახა კალაძემ კი ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ჟურნალისტი მისივე დასმულ შეკითხვას უპირისპირდებოდა.

„რატომ სვამთ კითხვას - რომ პოლიტიკოსმა გიპასუხოთ, ხო? ახლა თქვენივე დასმული კითხვის წინააღმდეგობაში მოდიხართ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს გიორგი რურუას შესახებ წერილი მისწერა. წერილს ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ამ წერილმა რურუას პოლიტპატიმრობის შესახებ შეხედულება განამტკიცა.

 


close დახურვა