logo
ENG



პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებისთვის სანქციები წესდება

26 ივლ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 
პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებისთვის სანქციები წესდება

პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებისთვის სანქციები წესდება. აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. 

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები:  ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და  ბადრი ჯაფარიძე.

ცვლილების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 5-6 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა რამდენჯერმე გაანადგურეს. 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ მდებარე დროშა ჩამოხსნეს და ის დაწვეს. 


close დახურვა