logo
ENG



პატარა შვეიცარიული სოფელი კლდიდან ქვის ცვენის საფრთხის გამო ევაკუირებულია

13 მაი 202311:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/cvb9uue2cv1vhn3.jpg

პატარა შვეიცარიული სოფელი კლდიდან ქვის ცვენის საფრთხის გამო ევაკუირებულია. ბრიენცის 100-მდე მცხოვრებელს სულ რაღაც 48 საათი მისცეს სახლების დასატოვებლად.

მთიდან ორი მილიონი კუბური მეტრის კლდე იშლება და კლდის ჩამოწოლამ შეიძლება სოფელი გაანადგუროს. გრაუბიუნდენის აღმოსავლეთით მდებარე ბრიენცი უკვე ცარიელია.

მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში გადავიდა იმ იმედით, რომ კლდის ჩამოშლის შემთხვევაში ქვები მათ სახლებს არ მოხვდება.

სოფელი უკვე გარკვეული პერიოდია საფრთხის ქვეშაა და განლაგებულია მიწაზე, რომელიც ხეობისკენ მიიწევს, რის გამოც კი შენობებს ბზარები უჩნდება.

BBC წერს, რომ შვეიცარიის ალპური რეგიონი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გლობალური დათბობის მიმართ - რადგან მთებში მუდმივი თოვლი დნობას იწყებს, ქანები კი უფრო არასტაბილური ხდება.


close დახურვა