შაბათის ფორმულას ექსკლუზივი. - ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების კადრები. მასალაში, გარდა საბადრაგო სამსახურის უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატიმრებისა - ჩანს არაერთი კანონდარღვევაც. სამივე პატიმარი კლინიკაში ხელბორკილების გარეშე ჰყავთ მიყვანილი. მათ აცვიათ თასმებიანი ფეხსაცმელი და ერთ-ერთს შარვალზე ქამარიც უკეთია. კადრებში მათ გარდა არავინ ჩანს - ფაქტია, ბადრაგებმა რეაგირება იმდენად დააგვიანეს, რომ გაქცეულებიდან 2-მა ქალაქის დატოვება შეძლო. 1-ელ ნოემბერს შაბათის ფორმულა შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა. როგორ გაიქცნენ პატიმრები კლინიკის ეზოდან, ვინ დატოვა ისინი უმეთვალყურეოდ და ჰყავდათ თუ არა თანამზრახველები - შაბათის ფორმულა ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა. ჩვენი ინფორმაციით, პატიმრები კლინიკის გვერდითა მხარეს, ღობეზე გადახტომით, რესპუბლიკური საავადმყოფოს უკანა ეზოში აღმოჩნდნენ. იქიდან კი მთავარ ქუჩაზე გავიდნენ.
პატიმრების გაქცევა კლინიკიდან - შაბათის ფორმულა
04 ნოე 202320:20
3 წუთის საკითხავი