logo
ENG



პატრიარქი: მშვიდობა უნდა შეიძინოთ

08 მარ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 
bl8wdobzady33rz.png

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ყურადღება მშვიდობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მთავარია. 

"მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე სახარებიდან ერთ-ერთი მონაკვეთი გაიხსენა და ამ გზით გაუსვა ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას.  

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლსა. ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფევლის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფევლისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი მოგვცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. თქვენ გახსოვთ სახარებაში, აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადება მაცხოვარი მოციქულებს. ერთხელ გამოეცხადა მათ ისე, რომ კარები ჩაკეტილი იყო. პირველი სიტყვები, რითაც მიმართა მოციქულებს - მშვიდობა თქვენდა. მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება. სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ", - აღნიშნა პატრიარქმა.


close დახურვა