პატრიარქი არ ცვლის გადაწყვეტილებას და პეტრე ცაავა ეპარქიას ტოვებს.
პეტრე ცაავას განცხადებით, პატრიარქმა უთხრა, რომ აჯობებს ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში არ დარჩეს და შიომღვიმის მონასტერში წავიდეს, რაზეც ყოფილი მეუფე აცხადებს, რომ თანახმა არაა.
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა უარი თქვა პატრიარქის განკარგულებაზე შიომღვიმის მონასტერში წასვლასთან დაკავშირებით და ითხოვდა, ჭყონდიდის ეპარქიაში, ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განეწესებინათ.