მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის წყალობით რუსეთი თავისუფალი დარჩა. ამის შესახებ მან ფედერალური ბირთვული ცენტრის საპატიო სამეცნიერო დირექტორისთვის, ფიზიკოს რადი ილკაევისთვის ორდენის გადაცემის დროს განაცხადა.
"რადი ივანოვიჩი ხელმძღვანელობს ბირთვულ ცენტრს, რომელიც კუკრჩატოვის მიერ შეიქმნა. რომ არა კურჩატოვის, რადი ივანოვიჩის, მათი კოლეგების მოღვაწეობა, ძნელი სათქმელია, იარსებებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა. მათ შექმნეს იარაღი მეუფე სერაფიმე საროველის მფარველობით, რადგან ღვთის უთქმელი განგებით ეს იარაღი მეუფე სერაფიმეს მონასტერში შეიქმნა. ამ ძალის წყალობით რუსეთი დარჩა დამოუკიდებელი, თავისუფალი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა შევინახოთ ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ჩვენი მეცნიერების ეს შესანიშნავი ღვაწლი, რომლებმაც პრაქტიკულად გადაარჩინეს ქვეყანა", - განაცხადა კირილემ.
სერაფიმე საროველი (1754-1833) - დივეევოს მონასტრის დამაარსებელი და მფარველი იყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ადრე თქვა, რომ წმინდა სერაფიმე საროველი არის "ბირთვული მეცნიერების მფარველი".
საროვში რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრი, ექსპერიმენტული ფიზიკის რუსული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობს. ცენტრი ავითარებს და აწარმოებს ბირთვულ იარაღს. 2019 წელს ცენტრმა სერაფიმე საროველის 76 ხატი შეუკვეთა.