პატრიარქის განცხადებას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე გამოეხმაურა.
რაც შეეხება, კომენდანტის საათის პარალელურად სააღდგომო მსახურებას, მეუფის განმარტებით, პატრიარქი ფიქრობს ერზეც, ბერზეც და აღდგომაზე. საღმრთო ლიტურგია პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით ჩატარდება.
"პატრიარქი მოუწოდებს მთელ საქართველოს რომ შესრულდეს ღვთისმსახურება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ექვემდებარება ერიც და ბერიც. პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ვითვალისწინებთ და ის ფიქრობს, ერზეც, ბერზეც და აღდგომა ჩატარდება ისე, როგორც იქნება ამაზე პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. პატრიარქს უნდა ვუსმინოთ არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ სულ. ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და დაცული", - განაცხადა სასულიერო პირმა.