საპატრიარქოს კარზე სკანდალია - ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, პრესსპიკერ ანდრია ჯაღმაიძეს იმის დადასტურება მოუხდა, რომ პატრიარქს გადადგომა სურდა. ოფიციალური ვერსიით, პატრიარქს სინოდის წევრებმა შეაცვლევინეს გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ამ თემაზე ლაპარაკისას მღვდელმთავრები ამბობდნენ, რომ მსგავსი არაფერი სმენიათ. სასულიერო პირების დიდი ნაწილი მედიას ტყუილში ადანაშაულებს.