"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აქციებს აანონსებს. მისი განცხადებით, აქციები 17 ნოემბრიდან რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად იყენებდა და გამონაკლისი არც "ქართული ოცნება" არაა.
"ცნობილია, რომ საქართველოში 73 საარჩევნო ოლქია და მოსახლეობამ ძაან კარგად იცის, რომ 73-ივე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება დაუწერა მხოლოდ საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატებს, არცერთ ოლქში "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა სხვა კანდიდატების გამარჯვება. პირადად მე ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს რაიონში. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად იყენებდა. გამონაკლისი არც "ქართული ოცნება" არაა. ოცნება 7 წელია ატყუებს ხალხს, რომ მაჟორიტარულ ოლქებს გააუქმებს - დღევანდელი კენჭისყრა ამ მწვერვალის ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ამ ვითარებაში ჩვენ საქართველოს "პატრიოტთა ალიანსი" გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. პირველი აქცია კვირას 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე თბილისში რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება. ყველას, პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, მშვიდად, ჭკვიანურად და ბრძნულად უნდა ვიმოქმედოთ და უნდა გავერთიანდეთ,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.