logo
ENG



პატრიოტთა ალიანსი პროპორციული სისტემის ხელმეორედ ინიცირების ინიციატივით გამოდის

15 ნოე 201914:27
3 წუთის საკითხავი
 
isq7ecv5ll155kn.png

"პატრიოტთა ალიანსი" გამოდის ინიციატივით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში თავიდან მოხდეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განმარტა, კანონპროექტის თავიდან ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამასთან, დეპუტატის თქმით, მათ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.

"ჩვენ დღეს იმედი გვქონდა, რომ ჩატარდებოდა პლენარული სხდომა და გაგვიადვილდებოდა 76 ხმის მოგროვება, მაგრამ სამწუხაროდ გააუქმეს. ამის შესახებ დღეს დილით შევიტყვეთ. ამიტომ ჩვენ ამოვიღეთ იმ დეპუტატების სია, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს და ინდივიდუალურ რეჟიმში მათთან ვკონტაქტობთ და ხელმომწერებს ვაგროვებთ", - განაცხადა ლომიამ. 

 

 


close დახურვა