არჩევნებისთვის ემზადება პატრიოტთა ალიანსი და კამპანიას მოსკოვიდან იწყებს - პარტნიორების ნდობის განმტკიცება მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ვიზიტამდე ალიანსი პუტინს წერილს უგზავნის და ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მხარდასაჭერად, შიდა საქმეებში ჩარევას სთხოვს, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, - ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ კი რუსეთი მიაჩნია. მოსახლეობის განწყობის მიუხედავად, პატრიოტთა ალიანსის წერილი პუტინისადმი ასე იწყება - თქვენო აღმატებულებავ...
პატრიოტთა ალიანსის რუსული კამპანია
03 აგვ 202121:33
3 წუთის საკითხავი