logo
ENG



პატრუშევი: უკრაინა ზაპოროჟიეს სადგურს აშშ-ის ბრძანებით ესვრის

12 სექ 202216:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/37l6dmxn834bw43.png
© Фотохост-агентство sco-russia2020.ru

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნები უკრაინას აწვდიან მძიმე იარაღს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მისატანად, ხოლო სადგურის კრიტიკული კვანძების შესახე კოორდინატები ვაშინგტონიდან მოდის.

"რადიაციული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული მძიმე იარაღიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კრიტიკული ობიექტების დაბომბვა, სამიზნეების აღნიშვნას კი შეერთებული შტატები ახორციელებს."- ამბობს პატრუშევი.

მისი თქმით, ამ დაბომბვის შედეგები თავისი მასშტაბით შეიძლება აღემატებოდეს ტრაგედიებს, რაც მოხდა ჩერნობილისა და ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურებზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, რუსული ჯარები უზრუნველყოფენ სადგურის უსაფრთხოებას.

"ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯარების გაყვანაზე. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მთავარზე - ვაიძულოთ უკრაინული მხარე შეწყვიტოს ობიექტების ბარბაროსული დაბომბვა სადგურის ტერიტორიაზე, რაც სავსეა ძალიან სამწუხარო და კატასტროფული შედეგებით." - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

იმავდროულად, IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში, არ არსებობს ინფორმაცია იქ "კრიტიკული სიტუაციების" შესახებ.

ბოლო დროს ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუდმივად ექვემდებარება საარტილერიო დარტყმებს. უკრაინა რუს სამხედროებს სადგურის დაბომბვაში ადანაშაულებს, მოსკოვი ამტკიცებს, რომ დაბომბვას ახორციელებენ "უკრაინელი ნაციონალისტები" ელექტროსადგურის განადგურებისა და ბირთვული კატასტროფის გამოწვევის მიზნით.

კვირას ღამით, მორიგი საარტილერიო დარტყმის შემდეგ, სადგურზე ბოლო მომუშავე მეექვსე რეაქტორი გამოირთო.


close დახურვა