ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 47 პაციენტი იმყოფება, ხოლო 31 მათგანს კორონავირუსი აქვს დაფიქსირებული.
ენდელაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმედ არის 86 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.
"რაც შეეხება 31 პაციენტს, მათი მდგომაროება სტაბილურია. 86 წლის ქალბატონის მდგომაროება არის სტაბილურად მძიმე. ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. მის მდგომარეობას ართულებს ასაკი და ფონური დაავადებები. სულ 47 პაციენტი წევს ჩვენთან, მათ შორს 31 დადასტურებული შემთხვევაა. 15 პაციენტის პასუხს ველოდებით ასევე, დღეს. რაც შეეხება ბავშვებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ენდელაძემ.
