logo
ENG



პეკინზე მდებარე კორპუსიდან, სადაც ხანძარი იყო, ქალი გადმოვარდა

18 მაი 202109:09
3 წუთის საკითხავი
 

პეკინის გამზირზე, იმ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი იყო, ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. 

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი ზედა სართულებზე გავრცელდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

close დახურვა