პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. თუმცა, ავტომობილში მსხდომი პირები არ დაშავებულან.
მსუბუქად დაშავდა მოპედის მძღოლი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოპედის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.