პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გოგო გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით მას კიდურების მოტეხილობა აქვს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.