პეკინში კორონავირუსის ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი კოვიდ 19-ი სულ 49 ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სრულ იზოლაციაშია მოქცეული ჩინეთის დედაქალაქის რამდენიმე უბანი, სადაც 24-საათიანი ზედამხედველობა და დეზინფექცია ჩატარდება.
ზღვის პროდუქტების ბაზარი, რომლესაც ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღას უკავშირებენ, უკვე მესამე დღეა დაკეტილია. ხოლო მათ ვისაც შეხება ჰქონდა ბაზრის ტერიტორიასთან, ტესტირებები უტარდება. ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობას პეკინში გამგზავრებისგან თავს შეკავებისკენ მოუწოდებს.