პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს
ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, რომლის ტერიტორიაც მომიჯნავედ მდებარეობს და დაახლოებით 100 მეტრში იწყება.