logo
ENG



პენსიონერები კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ვერ ასრულებენ

16 მარ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

პენსიონერები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ვერ შეასრულებენ, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ. მათი თქმით, რეკომენდაციების დაცვის შემთვევაში ვერც პენსიის აღებას და ვერც სასურსათო პროდუქტის შეძენას ვერ შეძლებენ. აცნობიერებენ, რომ  ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების გასათვალისწინებლად მთავრობამ დამატებით ზომებზე უნდა იფიქროს. 

მსგავსი პრობლემები აქვთ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. მათი თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ რეკომენდაციების დაცვით გავიდნენ საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ იზოლაციაში ყოფნას ვერ შეძლებენ. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით Covid 19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში 60 წელს ზევით მყოფი ადამიანები არიან, განსაკუთრებით კი ისინი ვისაც გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. 

 


close დახურვა