logo
ENG



პენტაგონი: 31 Abrams-ის ტანკი უკვე გერმანიაშია, უკრაინელების წვრთნები მალე დაიწყება

16 მაი 202301:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/e2g2930mvdjazed.jpg

პენტაგონის ინფორმაციით, გერმანიაში 31 Abrams-ის ტიპის ტანკი ჩავიდა, რათა უკრაინელმა სამხედროებმა წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა აღნიშნა, უკრაინელი სამხედროების გადამზადება მომავალ კვირებში დაიწყება.

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა.

12 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტანკების მიწოდება დაჩქარდეს. ამასთან, ოსტინის თქმით, ტანკების მიწოდების ვადები იმით არის განპირობებული, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნებს უტარებენ და შესაბამის ინფრასტრუქტურას აწყობენ, რათა ტანკების მუშაობა უზრუნველყონ.


close დახურვა