პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის განცხადებით, ვაგნერი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ომში.
"ვაგნერის ჯგუფის, როგორც მებრძოლი ძალის როლი, ყველანაირი განზრახვით და მიზნებით უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ბრძოლის ველზე. ორი თვის წინ რუსეთში, ვაგნერის ჯგუფის აჯანყების შემდეგ, ეს ძალები ფაქტობრივად, გაიყვანეს ბახმუტიდან და მთლიანად ბრძოლის ველიდან.
ყველა ჩვენებით, მათი საბრძოლო ეფექტურობა შემცირდა. ადრე კი ვაგნერელები რუსეთის ყველაზე ეფექტურ საბრძოლო ძალებს წარმოადგენდნენ ბრძოლის ველზე უკრაინაში", - ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის დაჯგუფება ვაგენერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, ვაგნერზე კონტროლი პირდაპირ კრემლზე გადავა და ეს მას პოტენციურად სახიფათოს ხდის.