logo
ENG



პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან

17 დეკ 202216:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/h34gfnlpjuzobce.jpg

პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის განცხადებით, პენტაგონი ვერ ხედავს რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან.

"ზამთარი იქნება ძალიან დინამიური დრო. ზოგიერთი ფიქრობს ზამთარზე, როგორც დასვენებისა და გადაწყობის დროზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან და რა თქმა უნდა ველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინ წაწევას", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

კუპერმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ კვირაში, შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად ემზადება.

"მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ საჰერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ განვიხილავთ უამრავ გზებს, რითიც შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებს. NASAMS ამის ნაწილი იყო", - განაცხადა კუპერმა.


close დახურვა