logo
ENG



პენტაგონი: კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები რუსმა სამხედროებმა სრულად დატოვეს

07 აპრ 202209:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/arur9l7wyjejv8l.jpg
Gleb Garanich / Reuters

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა მთლიანად დატოვეს კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები.

„ჩვენ აღარ შეგვიმჩნევია რუსი სამხედროები კიევში, ჩერნიგოვში ან სხვა ახლომდებარე [ქალაქებში]“, - აცხადებს კირბი.

უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ერთდროულად 3 მხრიდან შეუტია ქვეყანას. რამდენიმე დღის წინ კი მოსკოვმა განაცხადა, რომ ძალების ქვეყნის აღმოსავლეთით კონცენტრირებას აპირებს. იქ, სადაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები მდებარეობს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონზე შეტევისთვის ემზადებიან.

AP პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინიდან მინიმუმ 24 000 ჯარისკაცი გაიყვანა. იმავდროულად გაგზავნილი 130 ბატალიონიდან ქვეყანაში 80-ზე მეტია დარჩენილი.


close დახურვა