პენტაგონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება არ დადოს.
ამასთან, პენტაგონი აღნიშნავს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღით მოამარაგებს, ის უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდება.
"ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ საჯაროდ გამოვუცხადეთ ჩვენი გაფრთხილება ჩრდილოეთ კორეას. ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდება რუსეთში გადაცემა კვლავ დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
ამიტომ, მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, არ დადოს შეთანხმება რუსეთთან რაიმე სახის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, რადგან ეს შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს", - აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდნენ. კიმის რუსეთში ჩასვლის დღეს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, აშშ საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანციებს დააწესებს.