logo
ENG



პენტაგონი: რუსები, როგორც ჩანს, უკრაინის დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ტოვებენ

15 ნოე 202212:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/51a6any0a13libn.jpg

პენტაგონის განცხადებით, რუსები, როგორც ჩანს, დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ტოვებენ.

"ჩვენი შეფასებით, რუსეთის ჯარები მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ და თავდაცვით ხაზებს ინარჩუნებენ. რუსებმა უკრაინელებს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეს, მათ შორის ქალაქი ხერსონი.

როგორც ჩანს, რუსები დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ და ეჭვგარეშეა, რომ მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. მაგრამ ქალაქ ხერსონის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიღწევაა და უკრაინელების გამძლეობის, მონდომების დასტურია", - აცხადებს პენტაგონი.

პენტაგონის თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეუძლებელია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შენელდეს. ამასთან, პენტაგონი აღნიშნავს, რომ ეს არ შეცვლის ამერიკის დამოკიდებულებას და შეერთებული შტატები უკრაინისადმი მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა