logo
ENG



პენტაგონი: რუსულმა ძალებმა დონბასის რეგიონში მცირე პროგრესს მიაღწიეს

06 მაი 202210:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/5cb7hkds0itxr2q.jpg

პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა "მიაღწიეს გარკვეულ მცირე პროგრესს" უკრაინის დონბასის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში.

"ეს მცირე პროგრესი არ არის ის პროგრესი, რასაც აშშ თვლის, რომ რუსული ძალები ამ ეტაპზე ელოდნენ რეგიონში", - თქვა კირბიმ.

პენტაგონის შეფასებით, უკრაინელები ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ მტერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა, დონბასში, მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს აზოვსტალზე კონტროლის დამყარების მიზნით. ასევე, მათი ძალისხმევა მიმართულია პოპასნას დასახლებულ პუნქტზე სრული კონტროლის დამყარებაზე.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა განაახლეს შეტევები დიმანისა და სივერსკის დასახლებებზე.


close დახურვა