logo
ENG



პენტაგონი: ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150 სამხედრო მწვრთნელი დროებით უკრაინიდან გაგვყავს

12 თებ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/6ilvb4q6qylduc4.jpg

პენტაგონის განცხადებით, აშშ–ის 150 სამხედრო მწვრთნელი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, დროებით, უკრაინიდან გაყავთ. მწვრთნელები ფლორიდის ეროვნულ გვარდიას წარმოადგენენ და უკრაინაში უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად იყვნენ.

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, მწვრთნელების გაყვანა არ ნიშნავს, რომ აშშ–ის პოზიცია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეიცვალა. არამედ აშშ მოქნილ ნაბიჯს დგამს მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ.

კირბის თქმით, მწვრთნელები ევროპაში გადაჰყავთ, თუმცა არ ასახელებს სად.

"აშშ–ის თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა სამხედროების დროებით გადაადგილებასა და უკრაინიდან გაყვანაზე. ჩვენი პერსონალის დიდი სიფრთხილე, უსაფრთხოება და დაცულობა არის, ამის პირველი მიზეზი. ჩვენ უკრაინის სამხედრო ნაწილების მიმართ  ურთიერთობის არჩეული გზის ერთგული ვრჩებით" – წერს ჯონ კირბი ტვიტერზე.


close დახურვა