logo
ENG



პენტაგონი სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მცდელობას ადასტურებს

24 ოქტ 202311:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/24/1nprhuvkdme5m1l.jpg

პენტაგონი სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მცდელობას ადასტურებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ სირიაში ალ-ტანფზე (სამხედრო ბაზა) იყო დრონებით თავდასხმის მცდელობა. ორი დრონი ჩამოაგდეს, არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

ჩვენი ძალების დაცვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს, სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმა მოხდა ალ-ტანფსა და ასევე სხვა ამერიკულ ბაზაზე - კონოკოში. ამასთან, ერაყში შეერთებულმა შტატებმა სამი დრონი ჩამოაგდო.


close დახურვა