logo
ENG



პენტაგონმა, იმ ოპერაციის ვიდეო გაასაჯაროვა, რომლის დროსაც ISIS-ის ლიდერი დაიღუპა

31 ოქტ 201908:25
3 წუთის საკითხავი
 
px4kjg06zwqnhdf.png

პენტაგონმა, ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციის  ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებული ოპერაციის ამსახლევლ კადრებში, რომლის დროსაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი,  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა,  ჩანს, რომ  სახმელეთო ოპერაციას წინ ავიაიერიში უძღოდა.

შეერთებული შტატების  თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს" ექვსი წევრი იყო ლიკვიდირებული. პენტაგონში ასევე  დააზუსტეს, რომ  ალ-ბაღდადის მიერ ე.წ. "შაჰიდის ქამრის" აფეთქებას,  მისი 2 შვილი ემსხვერპლა.  ბავშვები  მან საიდუმლო გვირაბში გაქცევის მცდელობის დროს ჩაიყვანა.  უწყება ადასტურებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ კანონის შესაბამისად, ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაში დაკრძალეს.   


close დახურვა