საქართველოს პენცენტრი გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".
"მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან. რეპრესიული თავდასხმა სანდრო სულაბერიძის მისამართით მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრის დასჯას, არამედ სხვა ქართველი ხელოვანების დაშინებას და მათი თავისუფალი ნების ყოველგვარი გამოვლინების გატეხას.
მხატვრის წინააღმდეგ, მისი ნამუშევრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასევე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თავისი არსით არის პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა და ფასეულობებით.
მიგვაჩნია, რომ კულტურის მინისტრი არაკომპეტენტურია და ის მიზანმიმართულად ანგრევს ხელოვანების, მეცნიერების, კულტურის მენეჯერების და ზოგადად, კულტურის ქომაგების მიერ ათწლეულობით გაწეული შრომის შედეგად შექმნილ ინსტიტუციებს; აზიანებს შემოქმედებით პროცესებს და განგებ ცდილობს საქართველოს მოქცევას კულტურულ იზოლაციაში, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან სანდრო სულაბერიძის შეწყალებას, არამედ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით.
ამავდროულად, საქართველოს პენცენტრი მოითხოვს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ გაუგონარი პუტინისტური გამოხდომის გამო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისგან დაუცველობის გამო, მუზეუმებიდან კომპეტენტური მეცნიერებისა და თანამშრომლების უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით უტყუარადაა დადასტურებული, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, სხვა ქართველ სახელოვნებო ჯგუფებთან ერთად, გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას ამ მიზნის მისაღწევად", - წერა განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ტორესა მოსი
მაშო სამადაშვილი
გვანცა ჯობავა
ივა ფეზუაშვილი
ნესტან ნენე კვინიკაძე
გიორგი ბუნდოვანი
ნიკოლოზ აგლაძე
მაია ალუდაური
დალილა გოგია
თორნიკე სიბაშვილი
ნუკა ღამბაშიძე
გიორგი ხარაიშვილი
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
მიხეილ ციხელაშვილი
მარი ბექაური
ზაალ ანდრონიკაშვილი
თამთა მელაშვილი
ქეთი ქანთარია
დარეჯან კიკოლიაშვილი
ნინია ნადირაძე
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ნათია გიორგაძე
ზურა პაპიაშვილი
რუსუდან რუხაძე
რატი მუჯირი
მანანა მათიაშვილი
ლუკა ბაქანიძე
თამარ კვიჟინაძე
ბექა ქურხული
ნინო ლეჟავა
მათე სარალიშვილი
ნანა გოგოლაშვილი
ეკა ქევანიშვილი
თეკლა ქველაძე
თაკო ლონდარიძე
გიორგი არაბული
ნიკი თარხან-მოურავი
ანა ჭაბაშვილი
კოკა ქამუშაძე
მარიამ კიკაჩეიშვილი
თეონა დოლენჯაშვილი
ალეკო შუღლაძე
ირინე ჭოღოშვილი
ლელა შუბითიძე
გიორგი შონია
ლაშა ბუღაძე
ნიკა ჩერქეზიშვილი
შოთა იათაშვილი
გაგა ნაცუხრიშვილი
პაატა შამუგია
რატი ამაღლობელი
ბესო სოლომანაშვილი
***
4 იანვარს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".
მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია
"გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი", - წერია განცხადებაში.
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.